გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევები გამოავლინა. თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თიანეთის მუნიციპალიტეტში კი სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გამოვლენილია უნებართვო, რკინის კონსტრუქციის სანახშირე. სანახშირეს მიმდებარედ ასევე განთავსებული იყო 5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.