სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2022 წლის ათი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გამოვლინდა. საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ჯილდო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტისთვის მიიღო. არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენის გარდა, დააჯილდოვდნენ პარასპორტსმენები.