„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 8 თებერვალს, 22:00

16:14, 08.02.2024

ახალი პრემიერ – მინისტრი და მთავრობის განახლებული შემადგენლობა. რას გულისხმობს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა ,,ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ „ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე“ – მთავარი გზავნილები, მიღწევები, გამოწვევები და ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმა.

სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის წინააღმდეგ, ბოლო ანგარიში პრეზიდენტის რანგში და მორიგი ინიციატივა ოპოზიციის გასაერთიანებლად – ვისი პოლიტიკური სურვილი გაახმოვანა პრეზიდენტმა. ფანჩატურიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – ახალი საკოორდინაციო ცენტრი და ხელისუფლების ოპონენტების დღის წესრიგი. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები საარჩევნო წელს.

სტუმრები: გოგა ხაინდრავა – რეჟისორი; რომან კაკულია – საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელი.

https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/

მსგავსი