„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 6 ივნისი, 22:00
მორიგი კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით და უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა… რა იცვლება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კანონის ამოქმედების შემდეგ – შიდა და გარე აქტორები, ხელისუფლების ოპონენტები და ოპოზიციის საერთო სტრატეგია არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე. სალომე ზურაბიშვილის ქარტია, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ძველი და ახალი სახეები და ბარიერს მიღმა დარჩენის საფრთხის მქონე პოლიტიკური პარტიები. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებები. სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და პროპაგანდას შორის. გახდება თუ არა რეგულაციები კიდევ ერთი პოლიტიკური ხმაურის მიზეზი ოპოზიციისთვის. ანაკლიის პროექტის, ჩინური ინვესტიციები, აშშ-ს სანქციების პოლიტიკა და კრიტიკა ევროპიდან.
https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/