„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 29 თებერვალს, 22:00
როგორ კითხულობს ოპოზიციის ნაწილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ნიშნავს თუ არა ე.წ ,,ვეტინგის“ ინიციატივა ქართული მართლმსაჯულების ოკუპაციის მცდელობას. მესამე სექტორთან ერთად, რატომ ითხოვს ოპოზიციის ნაწილი სასამართლო სისტემაში უცხოელი შემფასებლების ჩართვას. სად გადის ზღვარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნებას, ეროვნულ თავმოყვარეობასა და პარტიული მიზნებით უცხოური გავლენების მორჩილებას შორის. რა საფრთხეების მატარებელია სუვერენული ქვეყნის სასამართლო სისტემაში სხვა ქვეყნების დანიშნული შემფასებლების ჩართვა და რა კრიტერიუმით უნდა განსაზღვრონ მათ ქართველი მოსამართლეების პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. როგორია საერთაშორისო გამოცდილება და რა პრობლემები შექმნა მსგავსმა სისტემამ პრაქტიკაში.
სტუმრები: გელა ნიკოლაიშვილი – ადვოკატი; ირმა ჭკადუა – ადვოკატი; ხათუნა ხოფერია – პარლამენტის ყოფილი წევრი.
https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/