„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 25 იანვარს, 22:00

15:58, 25.01.2024

პრობლემა, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. კაბალური ხელშეკრულებები გამსესხებელ ფიზიკურ პირებთან და დაკარგული უძრავი ქონება. როგორია კანონი გამოსახლების აღსრულებასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაში იძლევა მოქმედი რეგულაციები აღსრულების გადავადების შესაძლებლობას, როგორია პროცედურა, რა უფლებებითა და ვალდებულებებით სარგებლობენ მხარეები სასესხო ხელშეკრულებებისას, გაცემული სესხები და გამსესხებელი კერძო პირების არაკეთილსინდისიერი მანიპულაციების პრობლემა, კანონმდებლობა ფინანსური სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის თუ მხოლოდ გამსესხებლებისთვის ხელსაყრელი პირობა. რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ ე.წ. მევახშეებისა და იძულებით გამოსახლების მსხვერპლი არ გახდეთ. სამართლებრივი მსჯელობა.

სტუმრები: ვახტანგ ჭარაია – ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში; ოთარ კაჭკაჭიშვილი – იურისტი, ადვოკატი.

https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/

მსგავსი