„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 23 მაისი, 22:00
კანონი მიღებულია, პარლამენტი ვეტოს დასაძლევად ემზადება. პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, რატომ არ დატოვა პრეზიდენტმა სივრცე განხილვისთვის. ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა და მმართველი გუნდის პასუხი.
პოლიტიკოსები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თბილისში მიმდინარე პროტესტის სცენაზე და რევოლუციური მოწოდებები. გზავნილები და დაპირებები ამერიკიდან და ევროპიდან. რას და რატომ სთავაზობენ საქართველოს ხელისუფლებას კანონზე უარის თქმის სანაცვლოდ. ქვეყნის სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და გამოწვევები. ვინ და რატომ ეწინააღმდეგება უცხოური გავლენის საჯაროობას და როგორია გამჭვირვალობის პოლიტიკური ფასი.
სტუმრები: ვლადიმერ ბოჟაძე – თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი; ნიკოლოზ გაბელია – მსახიობი; რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი.
https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/