„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 21 ნოემბერი, 22:00
მედიის როლი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჟურნალისტის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანი მედია ხალხის აზრის ფორმირების პროცესში. სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვისი უფლებების დარღვევას შორის, რატომ გახდა განსხვავებული აზრი მიუღებელი და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა მისაღები თუკი ამ მედიის სარედაქციო პოლიტიკა ოპოზიციის დღისწესრიგს არ ემთხვევა.
ბულინგი-სასჯელი გამოხატვის უფლების სახელით და პოლარიზება, რომელსაც საზოგადოება ფსიქოლოგიურ ძალადობამდე, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიჰყავს. მედიის როლი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხისმგებლობა.
სტუმრები: გია მურღულია – ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; თამარ ლეფსვერიძე – ჟურნალისტი.
https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/