„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 18 იანვარს, 22:00
ახალი პოლიტიკური სეზონი საკანონმდებლო ორგანოში და საგაზაფხულო სესიის პოლიტიკური დღის წესრიგი. აქტუალური თემები, მიზნები და ამოცანები – საარჩევნო წლის გამოწვევები და გადაწყვეტილებები. რას შეცვლის ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება „ქართულ ოცნებასა“ და ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და როგორია 2024 წელს მმართველი გუნდის გეგმები – შესასრულებელი 9 რეკომენდაცია, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და სადავო 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, დაუძლეველი პოლარიზაცია, ოპოზიციის ბუნდოვანი სტრატეგია და შანსები. ოპონენტების რიტორიკა და პირველი კანონმდებლის პოზიცია.
„აქტუალური თემის“ ახალ სეზონს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვხსნით. შალვა პაპუაშვილი – ხუთშაბათს, 22:00 საათზე, პირველ არხზე.
https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/