„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 14 ნოემბერი, 22:00
გაეროს კლიმატის ცვლილების 29- ე კონფერენცია და საქართველოს როლი გლობალურ პრობლემასთან ბრძოლაში. პრემიერ- მინისტრის გაზავნილები გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე და მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ.
როგორია ხელისუფლების პოლიტიკა მეოთხე ვადით უმრავლესობით არჩევის შემდეგ. კრიტიკა ევროპიდან და მმართველი გუნდის პასუხი. რატომ ითხოვენ დასავლელი პარტნიორები ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ,, კანონების გაუქმებას… უცხოელი აქტორები ქართული ოპოზიციის საპროტესტო სცენაზე.
არჩევნების შედეგების არაღიარებით და ქუჩების პარალიზებით დაკავებული, ხელისუფლებად თვითგამოცხადებული ოპოზიციის გეგმა- გეგმის გარეშე.
აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი და გადატვირთვის პოლიტიკა პარტნიორთან. ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველოს ადგილი გლობალურ პოლიტიკაში. ყველა მნიშვნელოვან საკითხს ვაჯამებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად.
სტუმარია: ირაკლი კობახიძე.
https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/