„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 14 მარტს, 22:00
ხუთ მძიმე საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის ევროპული ვოიაჟი და საქართველოს მთავრობის რეაქცია – გენერალური პროკურატურა გერმანიასა და ბელგიას გაქცეული მაღალჩინოსნის დაკავებას და ექსტრადირებას სთხოვს. ბრალდებული და მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების თავშესაფრად ქცეული უკრაინა საქართველოს, ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემის მოთხოვნის საპასუხოდ ულტიმატუმს უყენებს – ავანსცენაზე დავით არახამია ამჯერად სამპუნქტიანი პირობით გამოდის.
კიდევ ერთი გაქცეული მსჯავრდებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის. ფულის შესაძლო გათეთრების მოტივით, დავით კეზერაშვილი უვიზოდ დატოვეს. ვინ და რატომ მფარველობს სააკაშვილის ყოფილ მაღალჩინოსნებს ევროპაში და ვის გზავნილებს ახმოვანებს დავით არახამია უკრაინიდან, სადაც საქართველოში ძებნილებს საპასუხისმგებლო თანამდებობები ჩააბარეს.
სტუმრები: პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი; მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/