„აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 11 აპრილს, 22:00
სადავო საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია – გავლენის გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეები კი ქუჩაში… მმართველი გუნდი უცხოური დაფინანსების რეგისტრაციასა და ღიაობას ითხოვს, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კი შინაარსობრივ განხილვაზე უარს ამბობს. უნდა იცოდეს თუ არა საზოგადოებამ, რისთვის იხარჯება გრანტები და არსებობს თუ არა საფრთხეები დაფინანსების მიზნობრიობის დამალვისას. ხმაურიანი კანონპროექტის ქართული ვერსია და უცხოური ანალოგები.
რატომ აპროტესტებენ საქართველოში იმას, რაც ევროპაში მიღებული და აპრობირებულია. შინაარსის განხილვის ნაცვლად ისევ ქუჩაში გადატანილი პროცესი – პოლიტიკური ვნებათაღელვა, რეზონანსული კანონპროექტის რეალური საკანონმდებლო მიზნები – ფაქტები და აღქმები.
სტუმრები: ირაკლი გოგავა – პოლიტოლოგი; დაჩი ცაგურია – ყოფილი პოლიტპატიმარი.
https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/