„აქტუალური თემა“ – 28 ნოემბერს, 22:00

17:35, 27.11.2024

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი და მეორედ გამოცხადებული ნდობა თავმჯდომარის პოზიციაზე. საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა, მინისტრთა ახალი კაბინეტი და კიდევ ერთი არჩევნები წლის ბოლომდე. კანდიდატი ცნობილია, –  „ქართული ოცნების“ რჩეული მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეცვლის. კანონშემოქმედება და პრიორიტეტები – რა გეგმები აქვს ქვეყნის მთავარ საკონსტიტუციო ორგანოს.

დარჩება თუ არა საბოლოოდ მმართველი პარტია პარლამენტში მარტო. ჩახსნილი სიები და უთანხმოება ოპოზიციაში. ვინ აპირებს მანდატებზე უარის თქმას – დროსა და ფორმაზე შეუთანხმებლები, უნდობლობა პარტიებსა და კოალიციებში, 2020 წლის სცენარი და ხელისუფლების ოპონენტების იმედგაცრუებული ამომრჩეველი. ყველა აქტუალურ პოლიტიკურ თემას შევაჯამებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან. „აქტუალური თემის“ სტუმარი – შალვა პაპუაშვილი.

 

https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/

მსგავსი