„აქტუალური შაბათი“ – 25 ნოემბერს, 21:00
რა ყოფს და რა აერთიანებს ნაციონალურ მოძრაობას. პატიმარი სააკაშვილის მანიფესტი და არშემდგარი ერთობა. უკრაინის მოქალაქე მსჯავრდებული ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას 11 პუნქტიანი სამოქმედო გეგმით აანონსებს. არაფორმალური გავლენები, ძველი და ახალი მენეჯმენტის არშემდგარი ერთობა და ნაციონალური მოძრაობის აქამდე შეუსრულებელი მისია – სააკაშვილი ისევ პალატის პატიმარია.
რა იზეიმა ნაციონალურმა მოძრაობამ რევოლუციის 20 წლისთავზე, რა გეგმებით აპირებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას და ემთხვევა თუ არა მისი მიზანი და ამოცანები სააკაშვილის ბიძის- თემურ ალასანიას ომის რიტორიკას. პარტიის გაერთიანების თუ გაყოფის მცდელობა, მხარდამჭერთა მობილიზება თუ კიდევ ერთი არშემდგარი კონსესუსი.
სტუმრები: მამუკა არეშიძე – ექსპერტი; რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი; ჯონდი ბაღათურია – „ქართული დასის“ თავმჯდომარე.
https://1tv.ge/show/aqtualuri-shabati/