„აქტუალური შაბათი“ – 18 ნოემბერს, 21:00

14:51, 18.11.2023

საქართველოს ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში. ქვეყნის ძველი და ახალი სტრატეგიული პარტნიორები შესაძლებლობებისა და გამოსავლის გზის ძიებაში. როგორია ჩვენი უსაფრთხოება და მშვიდობის პერსპექტივა ახალ მსოფლიო წესრიგში.

ისტორიული შეხვედრა და ურთიერთობების გადატვირთვის ახალი ეტაპი. აშშ-სა და ჩინეთის გახსნილი კომუნიკაცია და სადავო საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგი. რაზე შეთანხმდნენ მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვანი აქტორები და რა როლი აქვს მიღწეულ პროგრესს მშვიდობასა და სტაბილურობაში.

დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. გეოგრაფიული უპირატესობები, სატრანზიტო როლი ენერგოდამოუკიდებლობაში და ჩვენი ქვეყანა, როგორც შუადერეფანი ევროპასა და აზიას შორის.

სტუმრები: ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი – რამაზ საყვარელიძე; პირველი არხის ანალიტიკოსი – რეზი ქოიავა; პირველი არხის ანალიტიკოსი – შოთა თხელიძე.

მსგავსი