„აქტუალური შაბათი“ – 14 ოქტომბერს, 21:00
პარტიული კულისებიდან პოლიტიკურ სცენაზე. რეისი ქუთაისი-ლარნაკა – შეხვედრის ადგილი კვიპროსი – ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტი დავით კეზერაშვილთან ჩავიდა. უპასუხო შეკითხვები და სავარაუდო განსახილველი თემები. როგორია ძებნილ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან შეთანხმებული პარტიის დღისწესრიგი. რას გეგმავს ყოფილი თავმჯდომარის ფლანგი.
ქვეყნის ევროინტეგრაცია, შიდა პოლიტიკური პროცესები და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინი. როგორ გაგრძელდება იმპიჩმენტის პროცედურის პოლიტიკური ნაწილი.
მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, გზავნილები ევროპისთვის და ევროპიდან. შესრულებული რეკომენდაციები და კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა.
სტუმრები: ბაჩო დოლიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი; რატი იონათამიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.