აქციის რამდენიმე მონაწილე სიტყვით გამოსვლას ითხოვს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა სიის ორგანიზატორსა და ერთ-ერთ დემონსტრანტს შორის მცირე შეკამათებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილე სცენაზე ასვლას და სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, თუმცა სიის ორგანიზატორმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

რა განცხადებები კეთდება აქციაზე,- თემის დეტალები „ახალ კვირაში“.

ახალი კვირა