აქციის მონაწილეებმა კარვები საავტომობილო გზაზე გადაიტანეს

რუსთაველის გამზირზე აქციის #ნუმომკლავ მონაწილეებმა კარვები საავტომობილო გზაზე გადაიტანეს. ამ თხოვნით მათ ზაზა სარალიძემ მიმართა.

როგორც სარალიძემ განაცხადა, ის მარტო გააგრძელებს პროტესტს რუსთაველის გამზირზე და თუ მას ხელისუფლება გაწირავს, მოუწევთ რუსთაველის გამზირიდან მისი ძალით გაყვანა.