აქციების ტალღა პორტუგალიაში

12:16, 01.11.2026

ლისაბონის ქუჩებში ათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა. აქტივისტები პორტუგალიაში არსებულ საბინაო კრიზისის გამწვავებას აპროტესტებდნენ. ლისაბონის ცენტრში მსვლელობის შემდეგ, დემონსტრანტებმა მოედანზე 50-ზე მეტი კარავი გაშალეს. მედიის ცნობით, პოლიციამ კარვების ბანაკის დაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ათასობით ადამიანმა პორტუგალიის მთავრობისგან იჯარის შესახებ კანონპროექტის გაუქმება მოითხოვა, რომელიც, მათი თქმით, ქვეყნის საბინაო კრიზისს გააუარესებს. „როიტერსის“ ცნობით, 2017 წლიდან დღემდე, პორტუგალიაში ბინების ფასები და ქირა თითქმის გაორმაგებულია.

მსგავსი