აქციები საფრანგეთში – დონალდ ტრამპის გამოხმაურება
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთის განადგურებაში მიგრანტები და მემარცხენე პოლიტიკოსები არიან დამნაშავე“. დონალდ ტრამპის თქმით, მსგავსი პრობლემებია იტალიასა და გერმანიაშიც. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ევროპის გვერდით დგას, მიუხედავად ევროპული ქვეყნების ნაკლოვანებებისა და სისუსტეებისა. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ევროპაში არსებული ვითარება დროებითი იქნება, თუმცა თუ ქვეყნები პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებენ, ვაშინგტონი იძულებული გახდება, ევროპას ჩამოშორდეს.