აქციები პარიზში
საფრანგეთში პროტესტი გრძელდება. გუშინ საღამოს პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ქალაქ ტრაპში რასისტულ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმა გააპროტესტეს.
საფრანგეთში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანზე შესვლის უფლება არ მისცეს და განუმარტეს, რომ დემონსტრაცია აკრძალული იყო. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს. დააკავეს სულ მცირე ერთი ადამიანი.
დემონსტრაცია კომენდანტის საათის დაწყებამდე დასრულდა. პარიზში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს.