აქციები ევროპაში – გამოხმაურებები

12:02, 19.10.2026

ევროპის მასშტაბით გამართულ აქციებს თბილისში ეხმაურებიან. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში  წერს: ჩვენს ქვეყანაში, როდესაც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად“ გვისაღებდნენ. მათი მიზანი ხელისუფლების დამხობა და აგენტურის მმართველობაში მოყვანა იყო. ხოლო, როდესაც ასეთივე „დემოკრატიული“ მიტინგები თავად მიიღეს, ამას უკვე თავისი რეალური სახელი – ძალადობრივი აქციები დაარქვეს.

მაჭავარიანის განცხადებით, ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება. LGBT პროპაგანდა, რომლის დღის წესრიგიც დღეს უკვე არამხოლოდ ორიენტაციის შეცვლას, არამედ სქესის შეცვლასაც ეფუძნება, ქმნის პრობლემებს პიროვნული იდენტობის კუთხით.

მისივე თქმით, ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია. ჭარბმა მიგრაციამ ევროპის წამყვან ქვეყნებში კრიმინალის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია ასევე ქმნის პრობლემებს როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური იდენტობის კუთხით. „ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის რუსეთ-უკრაინის ომის „ბოლო უკრაინელამდე“ დაფინანსება. თანხები, რომლებიც ევროპელი ხალხის ჯიბიდან ომის დასაფინანსებლად მიემართება, მძიმედ აწვება ქვეყნების ბიუჯეტს და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს იმ ცრუ დაპირებების შესრულებას, რომლებიც ბრიუსელის მმართველმა ელიტამ ომის დაწყებისთანავე უკრაინელი ხალხის მისამართით გასცა:
ევროპელები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ბრიუსელის მმართველი ელიტა გარე დავალებების შესაბამისად ხელოვნურად ცდილობს ევროპის დასუსტებასა და გაღარიბებას.

ევროპაში მიმდინარე აქციებს ოპოზიციაშიც ეხმაურებიან.

მსგავსი