აქციები და შეტაკებები ბელარუსში

სამი ღამეა, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი დაკავებები არ წყდება. ღამით დემონსტრანტთა ჯგუფები მინსკის გარეუბნებში იმყოფებოდნენ. ქალაქის ცენტრი ძალოვან უწყებებს ჰქონდათ ბლოკირებული, მინსკში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა.

როგორც თვითმხილველები წერენ, სპეცრაზმელები მომიტინგეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და სადარბაზოებში აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა ქალაქ ბრესტში. სამდღიანი საპროტესტო გამოსვლების დროს, ბელარუსში ათასობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის ათობით ჟურნალისტი. პარალელურად, ბელარუსის სახელმწიფო მედიამ მასობრივი არეულობების ორგანიზატორების დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ბელარუსის შსს ცნობით, ასევე დააკავეს პირი, რომელიც უწყების მტკიცებით, არეულობის მონაწილეებს ფულს ურიგებდა.

შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80 პროცენტზე მეტმა მისცა ხმა. ლუკაშენკოს მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში იმყოფება.