აქციები და დაპირისპირება ბრაზილიაში

ბრაზილია საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები საუნივერსიტეტო ხარჯების შემცირებამ გამოიწვია.

სტუდენტებმა, ლექტორებმა და მკვლევარებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. დემონსტრაციები ბრაზილიის 200-ზე მეტ ქალაქში მოეწყო. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ინიციატივის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დემონსტრაციების გაგრძელებით იმუქრებიან.

ხელისუფლება შექმნილი რთული ვითარების მიზეზად წინა მთავრობების მიერ დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობას ასახელებს და აქციების მიღმა პოლიტიკურ ინტერესს ხედავს.