აქციაზე დაშავებული 13 პაციენტი კლინიკაში რჩება

18:20, 25.06.2019

21 ივნისს აქციის დაშლაზე დაშავებული მოქალაქეებიდან თბილისის სხვადსხვა კლინიკაში 13 პაციენტი რჩება. 5 პირის გაწერა საავადმყოფოდან დღის განმავლობაში იგეგმებოდა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება ორი პაციენტი. ექიმების შეფასებით, მათ მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ამ დროისთვის შეინიშნება გაუმჯობესების დინამიკა.

სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას აგრძელებს ერთი პოლიციელი.

მსგავსი