აქციაზე დაშავებულების მდგომარეობა

12:37, 03.07.2019

ამ დროისთვის რეგიონულ ჰოსპიტალში 20 ივნისის ღამეს აქციაზე დაშავებული ორი ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. ორივე მათგანი ინტენსიურ განყოფილებაშია და სავარაუდოდ, მათი პალატაში გადაყვანა უახლოეს დღეებში მოხდება.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი