16-დღიანი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა. მათი პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობს. დღეს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებზე იმსჯელა. სხდომა გაიმართა მსახიობ გიორგი ნაკაშიძის საქმეზეც, რომელსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, მოსამართლემ ნაკაშიძე ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
იგივე მუხლებით სასამართლოში დღეს კიდევ ორი საქმის განხილვა გაიმართა. სხდომების ძირითადი ნაწილი კი გადაიდო. ჯამში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ხუთასამდე ადამიანია დაკავებული.
ხატია ჯამალაშვილი მუშაობს საქალაქო სასამართლოში და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება – რა შედეგით დასრულდა დღევანდელი პროცესები?