აქცია ზუგდიდში

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის განყოფილებასთან აქცია გაიმართა.

აქციაზე შეკრებილებმა ზუგდიდის მერიის ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ყოფილი უფროსის, თენგო ქობალიას გათავისუფლება მოითხოვეს.

შეგახსნებეთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ფარული აუდიო ჩანაწერის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. ფარული ჩანაწერი საქმეს დაერთო და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა.