ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები პარტიულ აქტივს ხვდებოდნენ, აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე შეკრებილები ვადაგადაცილებული საბანკო სესხების რეგულირებასა და გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს უმრავლესობის ლიდერი გაესაუბრა. მამუკა მდინარაძე მათ აღნიშნული საკითხის პირადად მოკვლევას დაჰპირდა.