აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის ცენტრალური ავტოსადგურის მძღოლები ახალი ავტოსადგურის გახსნას აპროტესტებენ.

თბილისის მიმართულების მძღოლები „ზუგდიდი ალიანსის“ მძღოლებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ცენტრალური ავტოსადგურის მძღოლები აცხადებენ, რომ მათ შემოსავალი გაუნახევრდათ და საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან. მათივე თქმით, ახალ ავტოსადგურს ნებართვა არა აქვს. ავტოსადგურ „ალიანსის“ დირექცია აცხადებს, რომ 15 რიცხვიდან ამუშავდა ავტოსადგური და ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ არის გაცემული.

ცენტრალური ავტოსადგურის მძღოლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.