ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და ადგილობრივები იყვნენ შეკრებილები. ისინი გადამდგარი მერის, ლაშა გოგიას სამუშაო ოთახის დალუქვას და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ხელისუფლება აპირებს კორუფციის ფაქტზე დაწყებული საქმის გაყალბებას, რასაც ისინი არ დაუშვებენ.