აქცია გაიმართა ტელეკომპანია „იმედთან“. ადგილზე იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ მხარდამჭერები და მუსიკოსთა და ლაბორის პროფკავშირების წარმომადგენლები.
შეკრებილების თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ სრულად არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს და პირიქით მის დაზიანებას ცდილობს. ორგანიზატორებს ტელეკომპანია „იმედის“ შესასვლელთან ხმის გამაძლიერებლები ჰქონდათ მიტანილი. იყო სიტყვით გამოსვლებიც.