მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია თელავში

თელავში მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს შორის დაკავებულის ოჯახის წევრები, მეგობრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.