აქცია თბილისში

დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა აქცია თბილისში. აქტივისტები დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ. მათი პროტესტი საღამოს 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის ძალაში დატოვებამ გამოიწვია. მსვლელობის მონაწილეები „დედაენის ბაღში“ მივიდნენ და იქ დილამდე დარჩნენ. მათთან ერთად აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. აქტივისტები სამართალდამცველებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ  აქციის ერთ-ერთი მონაწილე ორი ათასი ლარით დაჯარიმდა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ ყველა პირი, ვისაც შესაბამისი ნებართვა არ აქვს და გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს, დაჯარიმდება.

მოამბე