აქცია თბილისის მერიასთან
„ძაღლების ხოცვა უნდა შეჩერდეს“ – ამ სლოგანით დედაქალაქის მერიასთან, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად, საპროტესტო აქცია გაიმართა.
ორგანიზატორები დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც თავად განაცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალური სამსახურის დირექტორისგან ვერ მიიღეს პასუხები თუ რა ვითარებაში მოხდა ველის სასაფლაოზე და სხვა სამარხებში აღმოჩენილი ძაღლების დაძინება, ახლა ამ კითხვებზე პასუხს კახა კალაძისგან ელიან. აქციის მონაწილეები ექსპერტიზის ჩატარებას და მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვენ. გარდა ამისა მათ პატრიარქის სახელზე წერილი მოამზადეს, სადაც შიო მესამეს დახმარებისთვის მიმართავენ. რადგან დღეს თბილისის მერთან შეხვედრა არ შედგა, აქციის მონაწილეებმა მერიაში განცხადება შეიტანეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირეს.