აქცია თბილისის მერიასთან

„გადადგეს კალაძე!“, – ამ მოთხოვნით დედაქალაქის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა სხვა პირებთან ერთად, კახა კალაძემაც უნდა აიღოს.

„თბილისის მერიასთან“ მობილიზებულია პოლიციაც.