აქცია სოფელ სალიბაურში

15:55, 03.06.2019

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში. ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მოსახლეობას სოფლის ცენტრალური გზა აქვს გადაკეტილი, ადგილზე იმყოფება პოლიცია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქცია მანამდე არ დაიშლება, ვიდრე მერიის წარმომადგენლები ადგილზე არ განუმარტავენ მიზეზებს. სალიბაურში წყლის პრობლემა წლებია არსებობს. რამდენიმე პროექტიც განხორციელდა, თუმცა დღემდე პრობლემა ვერ მოგვარდა.

მსგავსი