აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათ საბურთალოს შტაბის ერთ-ერთ  წევრზე, ლაშა ცუცქირიძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დაკავება მოითხოვეს. მათი განცხადებით, გუშინ საღამოს ცუცქირიძეს პირბადითა და ქუდით შენიღბული ორი პირი დაესხა თავს და მას დაზიანებები სახის არეში მიაყენა.

პარტიის წევრების მტკიცებით, ერთ-ერთ თავდამსხმელს პირბადე დაუვარდა და მისი ამოცნობა შესაძლებელია. მომხდარს ისინი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და ხელს „ქართულ ოცნებას“ ადებენ. ინციდენტი გუშინ იოსებიძის ქუჩის 47 ნომერში მოხდა.