აქცია საწვავის ფასის ზრდის გამო

საპროტესტო აქცია გაიმართა რუსთავში. ადგილობრივმა მოსახლეობამ საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტა. მათ ჯერ სიგნალებით მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით კი, რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ადგილზე ქვემო ქართლის გუბერნატორი მივიდა და მათ მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.

მოამბე

დატოვე კომენტარი