აქცია რუსთავის ციხესთან

18:06, 02.11.2021

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იწყება რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

ადგილზე შეკრებილი არიან ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები. დღეს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი, რომელშიც ის ოპოზიციის დეპუტატების მიერ პარლამენტის დატოვებაზე საუბრობს. მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებამდე ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს.

მსგავსი