მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ადგილზე შეკრება სამი საათისთვის დაიწყეს. მოქალაქეთა ჯგუფთან ერთად აქციას შეუერთდა თამარ ჩარკვიანიც. პარტია კანონი და სამართალის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს და მისი გათავისუფლების გეგმა 30 ოქტომბრამდე უნდა მომზადდეს.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. აქციის მონაწილეებს ციხიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილიც გააცნეს. ჩართული იყო მუსიკა, მათ შორის სიმღერა „მიშა მაგარია“.