აქცია რუსთავის ციხესთან

18:35, 06.03.2022

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებმა. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ბრძოლაში და მის დასამარცხებლად, სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია.

მსგავსი