გუშინდელი აქცია რუსთაველზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. დემონსტრაციის დაშლამდე, შეკრებილებმა პარლამენტის გარშემო სიმბოლურად ჯაჭვი შეკრეს და ეროვნული ჰიმნი იმღერეს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება, მანამ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.
პარალელურად, შიმშილობას განაგრძობს აქციის სამი მონაწილე, მათ ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. პროტესტის უკიდურეს ფორმას დღეს კიდევ 4 ადამიანი ბათუმშიც შეუერთდება.
საკანონმდებლო ორგანოსთან კი მორიგი შეკრება დღეს ისევ 7 საათზეა დაგეგმილი.