აქცია რუსთაველზე

უცვლელი მოთხოვნით, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, პროტესტი ისევ გრძელდება.

აქციის ორგანიზატორები დღეს „თავისუფელბის მარშის“ გამართვას აპირებენ. შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საღამოს 7-ზე დაიწყება, რის შემდეგაც დემონსტრანტები თავისუფლების მოედნისაკენ მსვლელობით გაემართებიან და მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ. პროცესს შეუერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თანამოაზრეებს ფილარმონიასთან დაელოდებიან, მოგვიანებით კი მსვლელობაში ჩაერთვებიან.

გუშინდელი გამოსვლა კი რუსთაველზე, წვიმის მიუხედავად, გვიან ღამემდე გაგრძელდა. საკანონმდებლო ორგანოსთან მისულებმა, კიდევ ერთხელ თქვეს, რომ დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტრიბუნიდან გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომისაკენ მოუწოდეს.

ამ დროისათვის დედაქალაქის მთავარ გამზირზე სიმშვიდეა. კარვებში რჩება აქციის რამდენიმე მონაწილე, რომელიც შიმშილობას განაგრძობს.

დატოვე კომენტარი