აქცია ქუთაისში

ხმაური იყო ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ოფისის მთავარი შესასვლელი „დააბოქლომეს“. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მარეხ ნიჟარაძე ბოქლომის დადების ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს. მისი თქმით, ხელბორკილები თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის უნდა დაედოთ და ბოქლომი დღეს საჭირო აღარ იქნებოდა.