აქცია ქობულეთში

ხმაური იყო ქობულოეთში. ერთმანეთს ქობულეთის მერი და უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის ლიდერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შენობაში არ უშვებენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. დაპირისპირება იყო დილითაც. ქობულეთის მერის კაბინეტში შეჭრას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ.