ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება
ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იწყება. ორგანიზატორები სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციურად მინიჭებული უფლების გამოყენებისა და ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
აქცია სიტყვით გამოსვლებით გაიხსნება და შეკრებილებს ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები მიმართავენ.