აქცია პირველ არხთან

საქართველოს პირველ არხთან საპროტესტო აქცია დღესაც გამართა. აქციის მონაწილეები პირველ არხთან დაახლოებით 19:00 საათიდან შეიკრიბნენ. მოთხოვნები უცვლელია – მენეჯმენტის გადადგომა და დღის ეთერის გახსნა. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ პასუხს, გააგრძელებს თუ არა პირველი არხი ღამის ეთერს, რომელიც 30 ნოემბრის შემდეგ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ეთმობოდა. შეკრებილებმა ტელევიზიის ცენტრალურ შესასვლელთან საცდელი მაუწყებლობა დაიწყეს, რომელიც ფეისბუქ გვერდზე სახელწოდებით „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემოდა: მათი დღევანდელი ეთერი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს დაეთმო.