აქცია პარლამენტთან

ხმაური იყო პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დააკავეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში საღებავით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, რისი ნებაც არ მიეცა. ადგილზე „სირცხვილიას“ აქტივისტებიც იმყოფებიან. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.