აქცია პარლამენტთან

20-21 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში რჩება. პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. დღეს ტრიბუნა იმ მუსიკოსებს დაუთმეს, რომლებიც ადგილზე შეკრებილთა მოთხოვნას იზიარებენ.

შესაბამისად, დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ სიტყვით გამოსვლები არ იქნება.

„მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ“, – ასეთი ლოზუნგი აქვს კონცერტს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარეობს.